weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

იუნესკოში რუსეთის ადგილი არ არის – ზელენსკი

23:09 შაბათი, 04 ივნისი 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქში, სვიატოჰირსკის ლავრის დაბომბვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (იუნესკო) უნდა გაირიცხოს, რადგან, გაეროს წესდება „ტერორისტებთან ალიანსს“ არ ითვალისწინებს.

ზელენსკის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის არტილერიის დარტყმის შედეგად განადგურებულია ყველა წმინდანის მონასტერი, რომელიც 1912 წელს აკურთხეს.

„პირველად ის საბჭოთა პერიოდში განადგურდა. მოგვიანებით აღადგინეს და აი, რუსმა ჯარმა დაწვა. ამავე კვირის ოთხშაბათს რუსული ჭურვები ლავრის ბერების კელიებში ფეთქდებოდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. სვიატოჰორსკი მაისიდან სროლების ქვეშაა. მათ ზუსტად იციან, რომელ ობიექტს ესვრიან და იციან, რომ სვიატოჰორსკის ლავრის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეები არ არის“, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ლავრას თავს მრევლის 300-მდე წევრი აფარებს, მათ შორის 60 ბავშვია.

„უმაღლესმა რადამ მიმართა იუნესკოს მოთხოვნით, რუსეთს ორგანიზაციის წევრობა ჩამოერთვას. ამაზე უკრაინული დიპლომატია მუშაობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, ევროპაში ამდენი ძეგლი, კულტურული და სოციალური ობიექტი არ გაუნადგურებია. უკრაინაში რუსეთის მიერ დამწვარი ყველა ეკლესია, აფეთქებული სკოლა, დანგრეული მემორიალი ადასტურებს იმას, რომ იუნესკოში რუსეთის ადგილი არ არის.

რაზე შეიძლება საუბარი ბარბაროსულ სახელმწიფოსთან, ტერორისტულ სახელმწიფოსთან? იმაზე, თუ რომელიც საარტილერიო ჭურვი ჯობია ისტორიული მემკვიდრეობის გასანადგურებლად?

გაეროსა და იუნესკოსგან ლოგიკურ და სამართლიან პასუხს ველით. ეს არის გაერო და მისი წესდება არ ითვალისწინებს ალიანსს ტერორისტებთან. რუსეთის იზოლაცია უნდა იყოს სრული, მან უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულებზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სვიატოჰორსკის ყველა წმინდანის ტაძარი ბოლომდე დაიწვა. ის უკრაინის უდიდესი ხის ეკლესია იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]