weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ჩვენს წევრობაზე გადაწყვეტილება ევროპის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებაც იქნება – ზელენსკი

11:56 სამშაბათი, 07 ივნისი 2022

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული, რაც განსაზღვრავს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირის მომავალსაც. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს, დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

„უახლოეს კვირებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატობაზე ჩვენი განაცხადის შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპული პროექტის შესახებ, იმის შესახებ, აქვს თუ არა მას მომავალი როგორც ნამდვილად ძლიერ გაერთიანებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინის განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. რამდენიმე დღის შემდეგ, ევროკავშირში განაცხადები ასოცირებული ტრიოს დანარჩენა ორმა წევრმა, საქართველომ და მოლდოვამაც წარადგინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]