weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2008 წელს უკრაინა არ იყო ის ქვეყანა, რომელსაც ახლა ვიცნობთ – მერკელი

12:57 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განმარტა, რატომ გამოვიდა 2008 წელს აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების და სამხედრო ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღების წინააღმდეგ. მისი თქმით, წევრობის სამოქმედო გეგმის (მაპი) მიცემას, რაც მისმა მთავრობამ დაბლოკა, რუსეთის პრეზიდენტი ომის გამოცხადებად მიიღებდა.

Der Spiegel-სთვის მიცემულ ინტერვიუში მერკელმა თქვა, რომ 14 წლის წინ „უკრაინა არ იყო ის ქვეყანა, რომელსაც ახლა ვიცნობთ“.

„ის ძალიან გაყოფილი იყო. რეფორმისტული ძალები - ტიმოშენკო და იუშჩენკოც კი ძალიან დაპირისპირებულები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო ქვეყანა, რომლის დემოკრატიაც შინით იყო განმტკიცებული“, – განაცხადა მერკელმა.

ყოფილი კანცლერმა აღნიშნა, რომ იმ დროს უკრაინა ოლიგარქების მიერ იმართებოდა და კორუფციაში იყო ჩაფლული. გარდა ამისა, მერკელის თქმით, დარწმუნებული იყო, რომ პუტინი უკრაინისთის მაპის მიცემას არ დაუშვებდა, რადგან მისი გადმოსახედიდან, ეს ომის გამოცხადება იყო.

„მე აბსოლუტურად არ ვიზიარებ მის აზრს, რომ მთელი დასავლეთი მისი მტერია, რომ მას მუდმივად ამცირებენ, მაგრამ ვიცოდი, როგორ ფიქრობდა ის და რომ ამას ასე ხედავდა. მე არ მინდოდა მისი პროვოცირება“, – განაცხადა ანგელმა მერკელმა და დაამატა, რომ ნათქვამი არ ამართლებს პუტინის დღევანდელ ქმედებებს, არამედ იმ პოზიციის ახსნა სურს, რომელიც 2008 წელს ჰქონდა.

ანგელა მერკელის მტკიცებით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გზის დაბლოკვისას ქვეყნის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებდა.

„არ შეიძლება გახდე NATO-ს წევრი ერთ დღეში. ეს პროცესია და ამ პროცესში ვიცოდი, რომ პუტინი უკრაინას ისეთ რამეს გაუკეთებდა, რაც მისთვის კარგი არ იქნებოდა“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

მერკელმა უკრაინაში პუტინის ომი დაგმო და მას დიდი შეცდომა უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ დასავლეთმაც ვერ შეძლო ისეთი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელიც ომის პრევენციას მოახდენდა. „აუცილებელია, ამაზეც ვიფიქროთ“, – აღნიშნა მან.

ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს ის ცდილობდა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება დღევანდელ მდგომარეობამდე არ მისულიყო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამან არ იმუშავა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ იმისთვის, რომ არ ვეცადე“, – განაცხადა მერკელმა, რომელსაც 2014-2015 წლების მინსკის შეთანხმება ჰქონდა მხედველობაში.

ანგელა მერკელის თქმით, პუტინის სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება მიმართულია დასავლური დემოკრატიული მოდელის წინააღმდეგ: „მას ევროპის განადგურება უნდა. უნდა გაანადგუროს ევროკავშირი, რადგან მასში ხედავს NATO-სკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]