დიდი პანდა, იგივე ბამბუკის დათვი ჩინეთის სიმბოლოა და მას სახელმწიფო იცავს. დიდი ძალისხმევის შემდეგ ძუძუმწოვართა ამ სახეობას გაქრობა აღარ ემუქრება.
პანდა ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთების ცივ, ნესტიან ტყეებში ბინადრობს. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი. გიგანტური პანდების უმრავლესობა დღეში დაახლოებით16 საათს კვებას უთმობს. მოზრდილ პანდას დღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება დასანაყრებლად. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ.