weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ვერა იუროვა: უკრაინას მივცეთ შესაძლებლობა გახდეს EU-ის კანდიდატი რაც შეიძლება მალე

19:34 ორშაბათი, 13 ივნისი 2022

უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს რამდენიმე წელში და არა ათწლეულში. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ესპანურ გაზეთ El Pais-სთან განაცხადა.

„ჩემი გული ამბობს: მოდით, მივცეთ უკრაინას შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან სიმბოლური გზავნილი და მხარდაჭერაა უკრაინელი ხალხისადმი“, – განაცხადა მან.

ამასთან, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკომისიამ უნდა გაიგოს, რა ვითარებაა უკრაინაში არა მხოლოდ გაწევრიანების პროცესის წინაპირობების, არამედ ინსტიტუტებთან დაკავშირებულ მრავალი სხვადასხვა საკითხის მხრივ.

„ჩვენ ვაანალიზებთ კითხვარს, რომელიც უკრაინამ რეკორდულად მოკლე დროში შეავსო, ისევე როგორც ვაანალიზებთ საქართველოს და მოლდოვის განაცხადებს. გადაწყვეტილებას პარასკევს მივიღებთ. უკრაინას ოდნავ განსხვავებულად უნდა შევხედოთ, ვიდრე იმ სახელმწიფოებს, სადაც მშვიდობაა.

ასევე, უკრაინა მთლიანად განადგურებულია. ამიტომ, ჩვენ პარალელურად უნდა ვიმუშაოთ - შესაძლო კანდიდატობაზე და ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენაზე. კანდიდატისა და წევრი სახელმწიფოს სტატუსს შორის ფართო სივრცეა თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ვერა იუროვამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]