weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ

12:57 ხუთშაბათი, 16 ივნისი 2022

გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერები დღეს უკრაინას ეწვივნენ. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კიევში გამთენიისას მატარებლით ჩავიდნენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამი ქვეყნის ლიდერი კიევში ჩავიდა. მათი ვიზიტი წინ უძღვის ევროკომისიის სხვალინდელ სხდომას, სადაც უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელონ.

უკრაინაში ჩასვლამდე მაკრონი მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა და თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლდოვის განაცხადი „სრულიად ლეგიტიმურია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]