weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უნგრეთის პრემიერი: კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ საქართველოს და ბოსნიასაც

10:52 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს და ბოსნიასაც უნდა მიენიჭოთ.

20 ივნისს ორბანმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ვიდეო-კონფერენციაში, რომელიც 23-24 ივნისს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ გაიმართა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგისა და მალტის პრემიერ-მინისტრები.

„ბატონი ორბანი დაეთანხმა ევროკავშირის წინადადებას, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ. მან დაამატა, რომ უნგრეთი, რამდენიმე სხვა წევრ სახელმწიფოსთან ერთად, იზიარებს აზრს, რომ საქართველოსა და ბოსნიასაც ამავე პერიოდში უნდა მიეცეთ წევრობის კანდიდატობა“, – ნათქვამია ორბანის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გაუწია და მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაციით შემოიფარგლა. კომისიის მოსაზრებით, საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. 23-24 ივნისის სამიტზე ევროსაბჭო დიდი ალბათობით გაიზიარებს ევროკომისიის მოსაზრებას და საქართველოს „ევროპულ პერსპექტივას“ მიანიჭებს, რის შემდეგაც, ხელისუფლებას ექვსი თვე ექნება პირობების შესასრულებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]