weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტეხასში, მექსიკის საზღვრიდან 250 კმ-ში, ტრაილერში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

11:23 სამშაბათი, 28 ივნისი 2022

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში, მიტოვებულ ტრაილერში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. CNN-ის ინფორმაციით, 16 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მათგან 12 სრულწლოვანია, 4 კი ბავშვი.

სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე 27 ივლისს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ გამოიძახა, მას შემდეგ რაც სატვირთო მანქანიდან შეძახილები გაიგო და ადგილზე მისულმა ცხედრები ნახა.  

„ეს ტრაგედიაა. 46 ადამიანი, რომლებსაც ოჯახები ჰყავდათ და ალბათ უკეთეს ცხოვრებას ეძებდნენ, ჩვენთან აღარ არიან“, – განაცხადა ქალაქის მერმა, რონ ნირენბერგმა.

სახანძრო დეპარტამენტის უფროსმა ჩარლზ ჰუდმა თქვა, რომ გადარჩენილებს სითბური გამოფიტვა და სითბური დარტყმა აღენიშნებოდათ და ძალიან დასუსტებულები იყვნენ იმისთვის, რომ ტრაილერიდან თავის დაღწევა დამოუკიდებლად მოეხერხებინათ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სან ანტონიო მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრით არის დაშორებული. CNN-ის ინფორმაციით, მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 16 გადარჩენილიდან სულ მცირე ორი გვატემალადანაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]