ინციდენტი დილის საათებში ლონდონის მეტროს უიმბლდონის ხაზზე მოხდა, სადაც თვითმხილველებმა თეთრ კვამლში გახვეული მატარებელი დაინახეს.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიცია აცხადებს, რომ ის ტერორისტული ინციდენტის მუხლით იძიებს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებასა და გაჩენილ ხანძარს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი დღის ბოლოს აპირებს, გამართოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.