weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩრდილოეთმა კორეამ კიდევ ერთი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

15:41 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური ინფორმაციებით, ჩრდილოეთმა კორეამ საშუალო რადიუსის კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელმაც დაახლოებით 3700 კილომეტრის მანძილი დაფარა, იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, იოშიჰიდე სუგამ ჩრდილოეთ კორეის მოქმედებას აღმაშფოთებელი პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ტოკიო ყველა აუცილებელ საპასუხო ზომას მიიღებს. ფხენიანი პროვოკაციების გაგრძელებაში დაადანაშაულა სამხრეთ კორეის მთავრობამაც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა თავისი პროვოკაციებით ემუქრება ამერიკელების მოკავშირე იაპონელ ხალხს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტილერსონი აღნიშნავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანისთვის უკვე დაწესებული სანქციები არ წარმოადგენს მოქმედების ბოლო ზღვარს და მსოფლიოს სახელმწიფოებმა დამატებითი ზომები უნდა მიიღონ კიმ ჩენ ინის რეჟიმის წინააღმდეგ. რექს ტილერსონის თქმით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების იძულებით შრომას იყენებს, ჩინეთი კი ფხენიანს ნავთობს აწვდის. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთმა და ჩინეთმა დამოუკიდებელი მოქმედებებით უნდა დაამტკიცონ, რომ არ მოითმენენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების უგუნურ გამოცდას.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის ახალი გამოცდის გამო, დღეს ნიუ-იორკში გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა. მისი მოწვევა იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა მოითხოვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]