weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიკუ პოპესკუ: მოლდოვისადმი EU-ის მოთხოვნებს შორის სანქციებთან შეერთება არ არის

18:28 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ 27 ივნისს განაცხადა, რომ ევროკავშირს მოლდოვისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების პირობა არ წაუყენებია.

„თქვენ იხილეთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციები. ევროკავშირის ამ სიგნალებსა და მოთხოვნებს შორის სანქციებთან შეერთება არ არის“, – განაცხადა პოპესკუმ.

ამასთან ევროინტეგრაციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სანქციების თემას კიშინიოვი და ბრიუსელი მუდმივად განიხილავენ.

„სანქციებთან დაკავშირებით მოლდოვის პოლიტიკაზე ასევე ბევრს ვმსჯელობდით და კოორდინაციაში ვიყავით ჩვენს პარტნიორებთან.

ეს პოლიტიკა ხელს არ უშლის ჩვენს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მიღება საუკეთესო დადასტურებაა იმისა, რომ მოლდოვა საგარეო პოლიტიკისადმი თავისი მიდგომებით თავდაჯერებული მიდის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – აღნიშნა პოპესკუმ.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა სამმა დეპუტატმა დღეს თქვა, რომ „კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის“ მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს“. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს 6 თვის თავზეც არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, „რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდებიან, რითიც ევროკავშირს სოლიდარობას გამოუცხადებენ და სტატუსი მოლდოვას ავალდებულებს მომავალშიც სოლიდარული იყოს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სანქციების მიზანი ომის შეჩერებაა, რის შემდეგაც დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და გამოსავალს იპოვიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]