weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

უკრაინამ 144 მებრძოლი დაიბრუნა, მათ შორის „აზოვსტალის“ 95 დამცველი

10:46 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ 144 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა, რომელთა შორის 95 „აზოვსტალს“ იცავდა. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე მასშტაბური გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„144 გათავისუფლებულიდან 95 „აზოვსტალის“ მცველია. მათგან 43 „აზოვის“ პოლკის სამხედრო მოსამსახურეა“, – აცხადებს უწყება.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სულ გათავისუფლებულია ეროვნული გვარდიის 59, საზღვაო-სამხედრო ძალების 30, შეიარაღებული ძალების 28, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 17, ტერიტორიული თავდაცვის 9 და ეროვნული პოლიციის 1 წარმომადგენელი.

დაზვერვის მთავარ სამსახურში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აქვს, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ან აფეთქებით მიყენებული ჭრილობები, დამწვრობა, მოტეხილობები და კიდურების ამპუტაცია.

 

ფოტო: ტყვეების ფოტო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა. უცნობია, მასზე რუსი სამხედროები არიან ასახული თუ უკრაინელი. ასევე არ არის დაკონკრეტებული, სად მოხდა ტყვეთა გაცვლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]