weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინი: რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია

10:53 პარასკევი, 08 ივლისი 2022

ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში რუსეთს „ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“ და როგორც ჩანს, ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ გუშინ, სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობასთან და პოლიტიკური პარტიების ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს გვესმის, რომ ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება უნდათ. აბა, რა უნდა თქვა? დაე, სცადონ. ჩვენ უკვე ბევრჯერ გვსმენია, რომ დასავლეთს ჩვენთან ბრძოლა „უკანასკნელ უკრაინამდე“ სურს. ეს უკრაინელი ხალხისთვის ტრაგედიაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ, ზოგადად, ჯერ სერიოზულად არაფერი დაგვიწყია. ამავდროულად, ჩვენ არ ვამბობთ უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ მათ, ვინც უარს ამბობს, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო გაგრძელდება, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ომი მან კი არა, „კოლექტიურმა დასავლეთმა“ დაიწყო.

„გვეუბნებიან, დღეს გვესმის, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი დონბასში, უკრაინაში. არა, ის გააჩაღა კოლექტიურმა დასავლეთმა... სწორედ ეს კოლექტიური დასავლეთი არის პირდაპირი წამქეზებელი, დამნაშავე იმისა, რაც დღეს ხდება.

თუ იმავე დასავლეთს სურდა კონფლიქტის პროვოცირება, რათა გადასულიყო რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად წარმატებას მიაღწია. ომი დაიწყო და სანქციები დაწესდა. ნორმალურ პირობებში, ალბათ, რთული იქნებოდა ამის გაკეთება.

მაგრამ რაზე მინდათ ყურადღების გამახვილება? მათ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენი სპეცოპერაციის დასაწყისშივე უკვე დამარცხდნენ, რადგან მისი დასაწყისი ასევე ნიშნავს ამერიკული მსოფლიო წესრიგის კარდინალურ რღვევას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, დასავლეთს ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია არ სჭირდება.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა და მის მთავარ მიზნებად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და დემილიტარიზაცია დაასახელა. სრულმასშტაბიანი ომი 134-ე დღეა გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]