weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენპროკურორი გაათავისუფლა

11:02 ორშაბათი, 18 ივლისი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბაკანოვი თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური წესდების 47-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია, ხოლო ვენედიქტოვა საომარი მდგომარეობის რეჟიმის შესახებ კანონის საფუძველზე გადააყენეს.

„დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 651 სისხლის სამართლის საქმე პროკურატურის, გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან სამშობლოს ღალატთან და კოლაბორაციონისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. პროკურატურის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და ისინი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ.

ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რაოდენობა, უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს შესაბამისი ხელმძღვანელების მიმართ.

თითოეულ ასეთ კითხვას სანათადო პასუხი გაეცემა. დღეს მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ“, – განაცხადა ზელენკსიმ.

ივან ბაკანოვი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა, როდესაც ზელენსკი და მისი პარტია „ხალხის მსახური“ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ის ზელენსკის მეგობარია. ივნისში ამერიკულმა გამოცემამ Politico-მ დაწერა, რომ ბაკანოვს შესაძლოა თანამდებობა დაეკარგა ფრონტზე წარუმატებლობისა და ხერსონის დაკარგვის გამო. რაც შეეხება ირინა ვენედიქტოვას, ის უკრაინის გენერალური პროკურორი 2020 წლის მარტიდან იყო. ის უკრაინის ისტორიაში ამ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ქალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]