ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი და ცვალებადი მიმართულების ქარი უშლის.
„ამ არახელსაყრელ პირობებში, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ადამიანის სიცოცხლის დაცვა და რა თქმა უნდა, სასიცოცხლო მნიშვნელობის კრიტიკული საჯარო ინფრასტრუქტურის, ასევე მოქალაქეების კერძო საკუთრების დაცვა. საბერძნეთის პოლიციის ძალებმა 600 ადამიანი უკვე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს“, – განაცხადა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იოანის არტოფიოსმა.
წუხელ ხანძარი კარგად შესამჩნევი იყო ათენის ცენტრიდან. ღამით გადაღებულ ფოტოებზე მისი შუქით განათებული აკროპოლისი და პართენონი ჩანს.