weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ლავროვმა უკრაინაში ომის „გეოგრაფიული ამოცანების“ გაფართოების შესახებ ისაუბრა

19:41 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, მაშინ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეოგრაფიული ამოცანები შეიცვლება.

ლავროვის თქმით, რუსეთი ვერ დაუშვებს, რომ „უკრაინის იმ ნაწილს, რომელსაც ზელენსკი გააკონტროლებს“, ჰქონდეს იარაღი, რომელიც საფრთხეს შუქმნის რუსეთის ტერიტორიას და „იმ რესპუბლიკების ტერიტორიას, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რომლებსაც სურთ საკუთარი მომავლის განსაზღვრა“.

„რაც შეეხება სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და მიის გეოგრაფიულ კოორდინატებს, ძალიან მკაფიოდ თქვა პრეზიდენტმა: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია - იმ გაგებით, რომ ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება, სამხედრო საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან. ეს ამოცანა რჩება“, – განაცხადა ლავროვმა სახელმწიფო მედიასაშუალებებთან ინტერვიუში.

სერგეი ლავროვის თქმით, მარტის ბოლოს, როდესაც სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა, მნიშვნელოვნად განსხვავებული ვითარება იყო.

„როდესაც სტამბოლში გაიმართა მომლაპარაკებლების შეხვედრა, ერთი გეოგრაფია იყო და იყო ჩვენი მზადყოფნა, რომ მიგვეღო უკრაინის წინადადება, რაც ამ გეოგრაფიას, 2022 წლის მარტის ბოლოს არსებულ გეოგრაფიას ეფუძნებოდა.

ახლა სხვა გეოგრაფიაა. მათ შორის, ეს აღარ არის მხოლოდ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ეს არის ასევე ხერსონის რეგიონი, ზაპოროჟიეს რეგიონი და რიგი სხვა ტერიტორიები და ეს პროცესი გრძელდება და გრძელდება თანმიმდევრულად და დაჟინებით.

იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი უძლურებით გაბრაზებული ან სიტუაციის მაქსიმალურად გამწვავების სურვილით, უკრაინას ამარაგებს სულ უფრო და უფრო შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღით, მაგალითად, HIMARS-ებით, სპეცოპერაციის გეოგრაფიული მიზნები არსებული ხაზიდან კიდევ უფრო შორს გადაიწევს, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის იმ ნაწილზე, რომელიც გაკონტროლდება ზელენსკის ან მისი შემცვლელის მიერ, იყოს იარაღი, რომელიც პირდაპირი საფრთხე იქნება ჩვენი ტერიტორიისთვის და იმ რესპუბლიკების ტერიტორიებისთვის, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რომლებსაც სურთ საკუთარი მომავლის განსაზღვრა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს დაიბრუნოს 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]