weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთმა ექსპორტზე შეთანხმებიდან მეორე დღეს ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

17:36 შაბათი, 23 ივლისი 2022

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტზე იერიში მიიტანეს და „კალიბრის“ ოთხი რაკეტა ესროლეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ორი კი საპორტო ინფრასტრუქტურას მოხვდა.

სარაკეტო თავდასხმა რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან მეორე დღეს განახორციელა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, რომლის თანდასწრებითაც გუშინ, სტამბოლში, ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა, მომხდარი დაგმო.

„გუშინ, ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება გლობალურ ასპარეზზე, რომ უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტი გლობალურ ბაზრებზე.

ეს პროდუქტები უკიდურესად საჭიროა გლობალური საკვების კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელს მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრულად განხორციელება აუცილებელია“, – განაცხადა გუტერეშმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თქმით, რუსეთი შიმშილის ტერორს აგრძელებს. როგორც ერმაკი ამბობს, სასურსათო უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია შედგება ორი პუნქტისგან: რუსეთისთვის ეფექტრური სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისგან.

 

ამ თემაზე:

ზელენსკის თქმით, 20 მლნ ტონა მარცვლეული საექსპორტოდ მზად არის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]