weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლავროვი: უკრაინელებს დავეხმარებით ანტიხალხური და ანტიისტორიული რეჟიმისგან გათავისუფლებაში

11:31 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინელებს აუცილებლად დაეხმარება „ანტიხალხური და ანტიისტორიული რეჟიმისგან“ თავის დაღწევაში. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა ეგვიპტეში, არაბული ქვეყნების ლიგის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვწუხვართ უკრაინელი ხალხის გამო, რომელიც ბევრად უკეთესს იმსახურებს. ჩვენ ვწუხვართ უკრაინის ისტორიაზე, რომელიც ჩვენს თვალწინ იმსხვრევა და ვწუხვართ მათ გამო, ვინც დაემორჩილა კიევის რეჟიმის სახელმწიფო პროპაგანდას და ვინც მას მხარს უჭერს“, – თქვა ლავროვმა.

მისივე განცხადებით, უკრაინის მოქმედი ხელისუფლება ცდილობს, უკრაინისგან რუსეთის მუდმივი მტერი შექმნას, თუმცა მათი მცდელობები არ იქნება წარმატებული:

„რუსი და უკრაინელი ხალხი გააგრძელებს ერთად ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით უკრაინელ ხალხს, თავი დააღწიოს რეჟიმს, რომელიც არის აბსოლუტურად ანტიხალხური და ანტიისტორიული“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და მას „კლასიკური რუსული შიზოფრენია“ უწოდა.

„ამას ამბობს სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს ბარბაროს ქვეყანას, რომელიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეიჭრა სხვის ტერიტორიაზე და მაქსიმალურად სასტიკად ხოცავს უკრაინელებს“, – ამბობს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, უკრაინაში არა „რეჟიმი“ არამედ კანონიერად არჩეული ხელისუფლებაა, რომელიც სამართლიან, კონკურენტულ და დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოვიდა.

„ანტიისტორიული რეჟიმის“ ჩამოგდებას რომ გადაწყვეტ, მნიშვნელოვანია თავად არ აღმოჩნდე ისტორიის სანაგვეზე“, – თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

როგორც მან აღნიშნა, ლავროვის განცხადება „კარგი შეხსენებაა იმისა, თუ რატომ არ უნდა იაროთ ზაფხულში მზეზე ქუდის გარეშე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]