weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლონდონის ტერაქტის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს

13:30 კვირა, 17 სექტემბერი 2017

ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ლონდონის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი, 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. გუშინ, ტერორიზმის ბრადებით 18 წლის ბიჭი იქნა დაკავებული.

სახლის პირობებში დამზადებული ბომბი ლონდონის დასავლეთ ნაწილში, „პარსონს გრინის“ სადგურთან, მატარებლის ვაგონში 15 სექტემბერს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე „კრიტიკულამდე“ გაზარდეს. „კრიტიკული“ განგაში ბოლოს მაისში გამოცხადდა, როდესაც ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტზე, ქალაქ მანჩესტერში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტერაქტზეც პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]