weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მომღერალი ფილიპ კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს

15:17 პარასკევი, 29 ივლისი 2022

რუსული ესტრადის წარმომადგენელი ფილიპ კირკოროვი მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შეუშვა. რუსული მედიის ინფორმაციით, კირკოროვი კიშინიოვში პარასკევს, ღამით სტამბოლიდან ჩაფრინდა, თუმცა, VIP დარბაზში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ქვეყანაში შესვლა არ შეეძლო.

სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აეროპორტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის ზოგიერთ მოქალაქისთვის მოლდოვაში შესვლაზე უარის თქმის შესახებ.

„პროტოკოლის შესაბამისად ჩატარებული კონტროლის დროს დადგენილია, რომ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ნებართვის პირობები არ არის დაკმაყოფილებული“, – აცხადებენ სასაზღვრო პოლიციაში.

სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ ადვოკატ აურელიუ კოლენკოს კომენტარიც გაავრცელა. ის ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის მოქალაქე კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს. „უარის მოტივები არ არის მითითებული“, – აცხადებს ადვოკატი.

თავად კირკოროვს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

26 ივლისს კირკოროვმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კონცერტი გამართა. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მომღერალი ამბობს, რომ კონცერტი მისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან მას ესწრებოდნენ ის ბიჭები, ვინც ბრძოლის ველზე „სამშობლოს პოზიციებს იცავდნენ“ და ახლა რეაბილიტაციას ყირიმში გადიან. „მინდა, რომ ყველამ დაინახოს საკუთარი გმირები. მადლობა, ბიჭებო“, – თქვა კირკოროვმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]