weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

ფინეთში რუსი ტურისტებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავენ

17:24 შაბათი, 30 ივლისი 2022

ფინეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხზე მსჯელობენ. ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერების წინადადებით ოპოზიციური პარტია „ეროვნული კოალიცია“ გამოვიდა. პარტიის ლიდერებისთვის მიუღებელია ვითარება, როდესაც უკრაინელები ყოველდღიურად იტანჯებიან ომით, ხოლო რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში მოგზაურობით ტკბებიან.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცმებით, ივლისის პირველ სამ კვირაში რუსეთის მოქალაქეებზე 10 520 ახალი ტურისტული ვიზა გაიცა. ამასთან, 100 000 მოქმედი ვიზაა, რომელთა უმრავლესობის მოქმედების ვადა ხუთ წლამდეა, რაც შეზღუდვების დაწესების საკითხს უფრო ართულებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმის მოვალეობის შემსრულებელმა, აკი ლინდენმა, რომელიც მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, განაცხადა, რომ პერსონალურად მხარს უჭერს რეგულაციების გამკაცრებას. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მანამდე არ იქნება მიღებული, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის წევრები საზაფხულო არდადეგებიდან არ დაბრუნდებიან.

ფინეთი რუსეთის მოსაზღვრე ერთადერთ ევროპულ ქვეყანად რჩება, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ დაუწესა სავიზო შეზღუდვები. ეს უკვე გააკეთეს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ფინეთის მხრიდან რუსი ტურისტებისთვის ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებაზე „რა თქმა, უნდა ძალიან ნეგატიური რეაქცია ექნებათ“. „რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ყველა ასეთი ქმედება მოითხოვს პასუხს - ეს გასაგები და მოსალოდნელი უნდა იყოს“, – განაცხადა პესკოვმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]