weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ზელენსკის თქმით, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობა მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი არ იქნება

14:24 კვირა, 31 ივლისი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხოცვა-ჟლეტის მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის დონეზე დაგმობა საკმარისი არ არის.

„ასევე უნდა იყოს სამართლებრივი ნაბიჯები მსოფლიო საზოგადოების მხრიდან ტერორისტულ სახელმწიფოსთან მიმართებაში.

ტერორისტულ სახელმწიფოდ რუსეთის ფორმალურ-სამართლებრივი აღიარება, კერძოდ აღიარება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, საჭიროა არა როგორც პოლიტიკური ჟესტი, არამედ როგორც თავისუფალი სამყაროს ეფექტური დაცვა.

ასეთი გადაწყვეტილება ავტომატურად გაართულებს ტერორისტული სახელმწიფოს არსებობას და ავტომატურად გაწყვეტს იმ სხვადასხვა პოლიტიკურ და ბიზნეს კავშირებს, რომლებსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი შეინარჩუნებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება ადრე თუ გვიან მოხდება, თუმცა რაც უფრო მალე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მით ნაკლები ზიანის მოტანას მოასწრებს ის.

28 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. ანალოგიური რეზოლუცია კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშიც არის წარდგენილი და მოსალოდნელია, ის მხარდაჭერილი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]