weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გაერომ მთავრობებს ნავთობისა და გაზის კომპანიებზე გადასახადების გაზრდისკენ მოუწოდა

11:06 ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააკრიტიკა ნავთობისა და გაზის კომპანიები, რომლებიც შექმნილი ენერგეტიკული კრიზისით მდიდრდებიან. გუტერეშმა მათ პოლიტიკას „გროტესკული სიხარბის“ გამოვლინება უწოდა.

„ამორალურია, როდესაც ამ ენერგეტიკული კრიზისით ნავთობისა და გაზის კომპანიები რეკორდულ მოგებას იღებენ ყველაზე ღარიბი ხალხის და საზოგადოებების, ასევე კლიმატის ხარჯზე“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს გენმდივანმა მთავრობებს ნავთობისა და გაზის სექტორზე საგადასახადო ტვირთის გაზრდისა და ამოღებული თანხებით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისკენ მოუწოდა.

ორმა უმსხვილესმა ამერიკულმა – Chevron-მა და Exxon Mobil-მა და ორმა ევროპულმა – Total-მა (საფრანგეთი) და Shell-მა (ბრიტანეთი) ენერგეტიკულმა კომპანიებმა ბოლო კვარტალში დაახლოებით 51 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მოგებაზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

„მე მოვუწოდებ ხალხს ყველგან, რომ მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას და მათ დამფინანსებლებს: ეს გროტესკული სიხარბე სჯის ყველაზე ღარიბ და ყველაზე დაუცველ ადამიანებს და ანგრევს ჩვენს ერთადერთ საერთო სახლს - პლანეტას.

ბევრი განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ვალებშია, არ აქვს ხელმისაწვდომობა დაფინანსებაზე და ცდილობს პანდემიისგან გამოჯანმრთელებას, შესაძლოა ზღვარზე აღმოჩნდეს. ჩვენ უკვე ვხედავთ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რყევების ტალღის გამარფრთხილებელ ნიშნებს, რაც არცერთ ქვეყანას არ აუვლის გვერდს“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]