weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ესტონეთის პრემიერი: „ტურიზმი რუსეთიდან ახლავე უნდა დასრულდეს“

17:33 სამშაბათი, 09 აგვისტო 2022
კაია კალასი კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტოს.

„ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. რუსეთთან საჰაერო მგზავრობა დახურულია. ეს ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია - სახმელეთო შესვლის პუნქტები) აწვებათ. ტურიზმი რუსეთიდან ახლავე უნდა დასრულდეს“, – დაწერა Twitter-ზე კაია კალასმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესონ. ზელენსკიმ თქვა, რომ უკან, რუსეთში უნდა დააბრუნონ ის მოქალაქეებიც, ვინც ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ დატოვეს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის ან რუსეთის მოქალაქეების იზოლირების ნებისმიერი მცდელობა პროცესია, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. პესკოვის განცხადებით, ასეთი მოწოდებები მოდის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთს უკვე აღაირებული ჰყავს არამეგობრულ ქვეყნებად.

„ისინი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც ფაქტიურად 80 წლის წინ გვესმოდა ევროპის ცენტრიდან“, – განაცხადა პესკოვმა.

 

ამ თემაზე:

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ყველა სახის ვიზის გაცემა შეაჩერა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]