weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით – ზელენსკი

10:58 ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით - მისი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

ზელენსკის თქმით, ყირიმი უკრაინაა და მასზე უარს არასოდეს იტყვიან.

„ეს რუსული ომი უკრაინის და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით - მისი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. დღეს შეუძლებელია თქმა, როდის მოხდება ეს, თუმცა ჩვენ მუდმივად ვუმატებთ აუცილებელ კომპონენტებს ყირიმის გათავისუფლების ფორმულას.

ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის. არ შეიძლება შავი ზღვის რეგიონი იყოს უსაფრთხო, ვიდრე ყირიმი ოკუპირებულია.

რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ევროპაში, გადააქცია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად. რუსეთმა ყირიმში მოიტანა მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური ჩიხი და ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსეთის სამხედრო ავიაბაზის ტერიტორიაზე მომხდარი მასშტაბური აფეთქებების შემდეგ გავრცელდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაფერი თქვა აფეთქებებთან უკრაინის შეიარაღებული ძალების კავშირზე.

ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) დაკვირვებით, რუსეთი არ ჩქარობს, აფეთქებებში უკრაინის დადანაშაულებას, რადგან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობას.

The New York Times უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქებები უკრაინის დარტყმის შედეგი იყო. ამერიკული გამოცემის წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის დროს უკრაინული წარმოების იარაღი გამოიყენეს, თუმცა რომელი, არ სახელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ავიაბაზაზე საბრძოლო მასალა აფეთქდა. ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]