weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რაც უფრო მძლავრი იქნება ჩვენი იარაღი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი – ზელენსკი

10:54 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022

„რაც უფრო მძლავრი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდია მათი გამოყენების მანძილი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადა.

ზელენსკი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების დაბომბვას გამოეხმაურა. მისი თქმით, მარჰანეცში 13 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.

„რუსულ ჯარები „გრადებით“ არტყამდნენ. ეს რუსული ტერორის მორიგი გამოვლინებაა, ისევე როგორც მიკოლაევსა და ხარკოვზე თავდასხმები. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა.

კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს: როდის დასრულდება ომი? ვიღაც ამბობს, თვეებია დარჩენილი, ვიღაც – წელიწადი, ვიღაც – კიდევ უფრო მეტი.

სინამდვილეში, დროის საკითხი პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთის მიერ განცდილ დანაკარგებზე. რაც მეტი დანაკარგი ექნებათ ოკუპანტებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

აი, რაზე უნდა იფიქროს ყველამ, ვინც ჩვენს სახელმწიფოს იცავს და უკრაინას ეხმარება: როგორ მივაყენოთ ოკუპანტს დიდი ზარალი, რათა ომი ნაკლები დრო გაგრძელდეს.

თუ რუსეთის ხელმძღვანელობას თითქმის 43 000 დაღუპული რუსი ჯარისკაცი ვერ არწმუნებს, რომ ომიდან გამოსავალი უნდა ეძებონ, მაშინ მეტი ბრძოლაა საჭირო, მეტი რეზულტატებია საჭირო მათი დარწმუნებისთვის.

მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში დამპყრობლებმა დაკარგეს ათი საბრძოლო თვითმფრინავი: ცხრა ყირიმში და კიდევ ერთი ზაპოროჟიეს მიმართულებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს კოპენჰაგენში უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე კონფერენცია გაიხსნება, სადაც უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. საუბარია იარაღით დახმარებაზეც.

„მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებსაც ესმით, რომ მხოლოდ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებით, მხოლოდ რუსული დანაკარგებით – სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური – შესაძლებელია მოვაახლოვოთ უკრაინისა და მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების დაბრუნება. რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა, რაც მეტი სამხედრო-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა იქნება, მით უფრო მალე შეძლებს ჩვენი ხალხი და ყველა ევროპელი კვლავ იგრძნოს მშვიდი და სტაბილური ცხოვრება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]