weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყირიმის ავიაბაზაზე სულ მცირე 7 რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა

11:41 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022

სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ სულ მცირე 7 რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, საკის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შედეგად, რაც შესაძლოა რუსეთის ყველაზე დიდი დღიური დანაკარგი იყოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავები სავარაუდოდ „სუ-24“ ბომბდამშენები და „სუ-30“ მრავალფუნქციური გამანადგურებლებია. კიდევ ორი თვითმფრინავი დაზიანებულია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ყირიმში ერთ-დღე ღამეში 9 თვითმფრინავი დაკარგა.

უკრაინის ხელისუფლება არც ადასტურებს და არც უარყოფს საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებში უკრაინელების მონაწილეობას. ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ  აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების მუშაობის შედეგი იყო.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. ზელენსკიმ ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინაა და მას არასოდეს დათმობენ. მისივე თქმით, რუსეთის ეს ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმით - მისი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

 

ამ თემაზე:

რაც უფრო მძლავრი იქნება ჩვენი იარაღი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი – ზელენსკი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]