weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ესტონეთი მის მიერ გაცემული შენგენის ვიზის მქონე რუსებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

17:44 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022

18 აგვისტოდან ესტონეთი თავის ტერიტორიაზე აღარ შეუშვებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ. ამის შესახებ ესტონეთის ეროვნული სამაუწყებლო კორპორაცია (ERR) იუწყება.

„ერთი კვირის შემდეგ ესტონეთის რესპუბლიკის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებზე სანქციები დაწესდება. სანქცია გულისხმობს იმას, რომ ვიზები ძალაში იქნება, თუმცა ვიზის მფლობელებს ესტონეთში შემოსვლისას სანქციები დაეკისრებათ, ანუ მათ ესტონეთში შემოსვლა აეკრძალებათ“, – განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.

სანქცირებას არ დაექვემდებარებიან პირები, რომლებიც ესტონეთში დიპლომატიური მისიების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები არიან, საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვით დაკავებული პირები, ევროკავშირის კანონმდებლობით თავისუფალი გადაადგილების უფლების მქონე პირები, პირები, რომელთა შესვლა ესტონეთში აუცილებელია ჰუმანიტარული მიზეზების გამო და ასევე, იმ პირთა ახლო ნათესავები, რომლებსაც ესტონეთის მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვთ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ესტონეთის მიერ გაცემულ ვიზებს და არ ვრცელდება შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებზე.

ესტონეთის მთავრობის მეთაურმა, კაია კალასმა ორი დღის წინ ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტოს.

„ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. რუსეთთან საჰაერო მგზავრობა დახურულია. ეს ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია - სახმელეთო შესვლის პუნქტები) აწვებათ. ტურიზმი რუსეთიდან ახლავე უნდა დასრულდეს“, – დაწერა მან Twitter-ზე.

ესტონეთმა, რომელსაც რუსეთისგან 294 კილომეტრი სიგრძის სახმელეთო საზღვარი ჰყოფს, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა მარტში, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოკლე დროში შეაჩერა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]