ნაჩო დოსე - იტაიტუბა, ბრაზილია: ოქროს მომპოვებელი იგივე გარიმპეირო ამაზონის გაჩეხილი ტყის შახტასთან.
მაიკლ თომასი - სენტ ლუისი, მისური: 2011 წელს პოლიციის ოფიცერ ჯეისონ სტოკლის მიერ მოკლული ენტონი ლამარ სმითის მხარდამჭერების დემონსტრაცია სტოკლის გამართლების შემდეგ.
რებეკა ბლექუელი - ოახაკა, მექსიკა: საცხოვრებელ სახლში ასრებული გვადელუპას ღვთისმშობლის დაზიანებული სალოცავი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ.
დევიდ გოლდმანი - ნაპლსი, ფლორიდა: მამაკაცის ფიგურა შეერთებული შტატების ეროვნული დროშის მიღმა.
ქრის უოტი - ფლორიდა, აშშ: ქარიშხალ „ირმას“ მიერ დაზიანებული საცხოვრებელი ვილანოს სანაპიროზე.
იამილ ლაგე - ჰავანა, კუბა: ქალაქის მაცხოვრებლები ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დატბორილ ქუჩებში.
სტეფან რუსო - ლონდონი, ინგლისი: მეტროსადგურ „პარსონს გრინში“ მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქალი.
ლი სმითი - მანჩესტერი, ინგლისი: „ლივერპულის“ სენეგალელი ფორვარდის სადიო მანეს უხეში შეჯახება „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელ გოლკიპერ ედერსონთან, რომელიც წითელი ბარათით დასრულდა.
როსერ ვილიალონგა - ბარსელონა, კატალონია: ქალაქის ზედხედი ქუჩებში მიმდინარე დამოუკიდებლობის მოპოვებისადმი მიძღვნილ დემონსტრაციისას.
სტანისლავ კრასილნიკოვი - მოსკოვი, რუსეთი: ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობის დღის 69-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
KCNA - ჩრდილოეთ კორეა: ქვეყნის აბსოლუტური ლიდერი კიმ ჩენ-ინი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ-12“-ის გაშვებას აკვირდება.
დმიტრი ლოვეცკი - ბაიკონური, ყაზახეთი: საერთაშორისო ეკიპაჟის გაშვება ხომალდ „სოიუზის“ მიერ.
ტრევორ მაკბრაიდი - ყატარი: ყატარის სპეცრაზმელების თავისუფალი ვარდნა.
ონურ ჩობანი - შაჰ პორირ დვიპი, ბანგლადეში: ბირმელი როჰინჯია მუსლიმი ლტოლვილი ქალი ზღვის სანაპიროზე ახალი საცხოვრებლის ძიებაში.
ოლივერ ბუნიჩი - ბელგრადი, სერბეთი: ავღანელი და პაკისტანელი ბიჭუნები ლტოლვილთა ბანაკში.