weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

მედიის ცნობით, უკრაინელებმა ხერსონის ოლქში რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

17:32 ორშაბათი, 29 აგვისტო 2022

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ხერსონზე შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები უკრაინის ხელისუფლების და სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გამოცემა Ukrainska Pravda-ს ცნობით, ოპერატიულმა ჯგუფმა „კახოვკამ“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. „კახოვკა“ ამტკიცებს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა, ისევე როგორც რუსმა მედესანტეებმა, პოზიციები დატოვეს. გავრცელებულ ვიდეოში ისმის სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცის სიტყვები, რომ 29 აგვისტოს უკრაინელებმა „გაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი“.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში Ukrainska Pravda-ს კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ ზოგიერთ რაიონში ოკუპანტთა თავდაცვის პირველ ხაზზე გარღვევა იყო, მაგრამ „ჯერ ადრეა რაიმე კონკრეტულზე საუბარი, დიდი ფრონტია“.

ფრონტის რიგ ადგილებზე გარღვევა უკრანელმა სამხედროებმა დაუდასტურეს გამოცემა Strana-საც, თუმცა აღნიშნეს, რომ საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა და წინ მძიმე ბრძოლებია. მათივე თქმით, თავდაპირველად შეტევა სექტემბრის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ მათი დაწყება აგვისტოს ბოლოსთვის გადაწყდა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს შეტევითი ოპერაციები სამხრეთში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ხერსონის ოლქში“, – ამის შესახებ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, „სამხედრო ოპერაცია სიჩუმეს საჭიროებს: „არასწორია, რომ ახლა ფრონტის სიახლეები ასეთ აჟიოტაჟს იწვევს. ჰიბრიდული ომის, საინფორმაციო ომის პირობებში, უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ ქმედებას, თუნდაც შთამაგონებელს, უნდა ჰქონდეს ლოგიკური დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შედეგიანი“.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ხერსონის ოლქის ე.წ. ხელისუფლებამ ხერსონზე შეტევის შესახებ „ჭორები უარყო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]