weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად 220 ადამიანი დაიღუპა

10:11 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

მექსიკაში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 220 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი მუდმივად იზრდება. პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ განაცხადა, რომ სკოლის შენობის ნგრევის შედეგად დაღუპულია 20-ზე მეტი ბავშვი. 30 მოსწავლე კი დაკარგულია.

მიწისძვრა 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 13:14 საათზე მოხდა. 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი პუებლას შტატში იყო, რომელიც მეხიკოდან 120 კილომეტრითაა დაშორებული.

მეხიკოში დანგრეულია ათეულობით სახლი. დახურულია აეროპორტი. სულ მცირე 3.8 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უცხოელმა ლიდერებმა მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და კოსტა რიკას პრეზიდენტმა ლუის გილერმო სოლისმა მექსიკელ ხალხს სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადეს. მექსიკელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც. „მსურს, გამოვხატო მხარდაჭერა მექსიკელი ერის მიმართ, რომელსაც ახლა მიწისძვრის შედეგებთან უხდება გამკლავება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა გაეროში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ მექსიკაში მიწისძვრა ზუსტად 19 სექტემბერს 1985 წელსაც მოხდა. მაშინ სტიქიის შედეგად 10 000 ადამიანი დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]