იარაღის რუსი კონსტრუქტორის ძეგლი, რომელიც რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, პუშკინისა და მაიაკოვსკის მონუმენტებთან ახლოს დაიდგა, მისმა ქალიშვილმა ელენა კალაშნიკოვამ გახსნა. ცერემონიაზე, რომელსაც რუსეთის კულტურის მინისტრი ვლადიმირ მედინსკიც ესწრებოდა, სამართალდამცველებმა აქტივისტი ანდრეი კისელიოვი დააკავეს, რომელსაც ძეგლთან მიტანილი ჰქონდა პლაკატი „იარაღის კონსტრუქტორი - სიკვდილის კონსტრუქტორი“. ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც კისელიოვი კვლავ მივიდა კალაშნიკოვის ძეგლთან და ის მეორეჯერ დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ მიხაილ კალაშნიკოვი 2013 წლის დეკემბერში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამჟამად მსოფლიოში, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ავტომატის (AK-47) 200 მილიონამდე ეგზემპლარი არსებობს.