ფოტოჟურნალისტმა პეტროსიანმა პირველი კამერა საჩუქრად 12 წლის ასაკში მიიღო, პროფესიონალ ფოტოგრაფად კი 2000 წეს იქცა. მის მთავარ შთაგონებად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის „ჩრდილოეთის დედაქალაქად“ წოდებული მშობლიური სანკტ-პეტერბურგია. ქუჩის ფოტოგრაფს კამერა ყოველთვის თან დააქვს და როგორც წესი, შთამბეჭდავ კადრებს აფიქსირებს.
ალექსანდრ პეტროსიანის სხვა ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია მის პირად ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში - „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“.