weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა - პეტრო პოროშენკო

10:15 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. პოროშენკოს თქმით, რუსეთს უკრაინაზე კონტროლის მოპოვება სურს და ყველაფერს აკეთებს დონბასში კონფლიქტის მოგვარების პროცესის ჩასაშლელად.

"უბრალოდ დაფიქრდით ამის შესახებ. სხვა სახელმწიფოსთვის მიწის მოპარვა, ხალხის გატაცება, ფარული ომის წარმოება, სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება, გლობალურად სიცრუის გავრცელება - ასეთ მოქმედებას ველით უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრისგან? რუსეთი არაფერს აკეთებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, არამედ მისთვის უდიდესი საფრთხეა. რუსეთი ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც აქვს ღია, გაყინული ან პოტენციური კონფლიქტები ყველა მეზობელთან", - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი განაგრძობს დონბასში სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებას. მისი თქმით, გაეროს სრულმასშტაბიანი სამშვიდობო ოპერაცია კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი საშუალებაა.

უკრაინას სურს გაეროს სამშვიდობოების შეყვანა ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებენ რუსი სეპარატისტები ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან. ამასთან უკრაინა წინააღმდეგია სამშვიდობო მისიაში რუსეთის მონაწილეობისა.

აღსანიშნავია, რომ გენერალურ ასამბლეაზე პეტრო პოროშენკომ გაეროს მოუწოდა "გოლოდომორი" გენოციდად იქნეს აღიარებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]