weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მექსიკაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის სალმა ჰაიეკმა საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო

12:32 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

ოსკარის ნომინანტმა მექსიკელმა კინოვარსკვლავმა სალმა ჰაიეკმა მექსიკაში ახლახანს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებულთა დასახმარებლად ფანდრეიზინგული კამპანია წამოიწყო. ჰაეიკმა ფინანსების შეგროვება მსახიობ ედვარდ ნორტონისა და მისი მეუღლე შონა რობერტსონის მიერ დაარსებული კრაუდფანდინგის პლატფორმა CrowdRise-ის მეშვეობით დაიწყო და თავად 100 000 აშშ დოლარი გაიღო.

„ჩემს სამშობლოში ხალხმა ზედიზედ მომხდარი რამდენიმე კატასტროფა გადაიტანა. დაზარალდა ბევრი ბავშვი და ოჯახი, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამჟამად მე 100 ათას დოლარს ვდებ ადგილზე მომუშავე UNICEF-ის გუნდის ძალისხმევის საქმეში. გთხოვთ, შემომიერთდით და გაიღეთ შემოწირულობა, რასაც შეძლებთ. დიდი მადლობა“, - განაცხადა 51 წლის მექსიკელმა მსახიობმა საგანგებო ვიდეომიმართვაში.

სალმა ჰაიეკმა ვიდეომიმართვაში ასევე გაიხსენა 1985 წლის მექსიკის დამანგრეველი მიწისძვრა და იმ დროს დაღუპული მისი ახლობლები.

ცნობილია, რომ მექსიკაში 8 სექტემბერს 8.1 მაგნიტუდისა და 19 სექტემბერს 7.1 მაგნიტუდა სიძლავრის მიწისძვრებით დაზარალებულების დასახმარებელ კამპანიას ასევე შეუერთდნენ სხვა ცნობილი სახეები, მათ შორის - „ჰარი პოტერის“ სერიების ავტორი ჯოან როულინგი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]