weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთი, ირანი და ერაყი ქურთთა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამო იმუქრებიან

13:46 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

თურქეთი, ირანი და ერაყი იმუქრებიან, რომ „საპასუხო ზომებს“ გაატარებენ იმ შემთხვევაში, თუკი ერაყში ქურთები სისრულეში მოიყვანენ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვის გეგმას. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა 20 მაისს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გამართეს.

ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ალ-ჯააფარი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთხმად ეწინააღმდეგებიან 25 სექტემბრისთვის დაგეგმილ ერაყის ქურთისტანის არასავალდებულო ძალის რეფერენდუმს.

განცხადებაში სამი მინისტრი რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს და აცხადებს, რომ განხორციელების შემთხვევაში ისინი ერთმანეთთან კოორდინაციით გაატარებენ საპასუხო ზომებს. მინისტრების შეფასებით, დაგეგმილი რეფერენდუმი ერაყელი ქურთებისთვის არ იქნება კარგის მომტანი და ძირს გამოუთხრის ერაყის წარმატებას ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.

ერაყის მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქურთ ლიდერებს ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონსა და მეზობელ ადგილებში სურთ გამართონ დამოუკიდებლობის შესახებ რეფრენდუმი, რომელსაც გადაჭრით ეწინააღმდეგებიან ირანი და თურქეთიც, რადგან შიშობენ, რომ ამან შესაძლოა მათ ქვეყნებში მცხოვრებ ქურთ უმცირესობებსაც უბიძგოს გამოყოფისკენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]