weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა გაიმარჯვა

21:48 კვირა, 24 სექტემბერი 2017

წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვება მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მოიპოვა, რომლის კანცლერობის კანდიდატი ანგელა მერკელია. მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკმა ამომრჩეველთა ხმების 33% მოიპოვა. 21% მიიღო გერმანიის სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ, ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" კი ამომრჩეველთა ხმების 13% მოაგროვა.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" ხმების 10% მიიღეს, ხოლო "მემარცხენეებმა" და "მწვანეებმა" 9-9%. დანარჩენმა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.

ბუნდესტაგის წევრები შერეული სისტემით აირჩევიან. საარჩევნო უფლების მქონე გერმანიის მოქალაქეს ორი ხმა აქვს, საიდანაც ერთს თავისი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს აძლევს, ხოლო მეორეს - პარტიულ სიას.

ამჟამად გერმანიის მთავრობა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ არის ფორმირებული. 2013 წლის არჩევნებში მათ ბუნდესტაგის მანდატების უმეტესობა მოიპოვეს და კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელი აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ულტრამემარჯვენე პარტია ბუნდესტაგში პირველად შევა. "ალტერნატივა გერმანიისთვის" საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმას უჭერს მხარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]