weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსკოვში სტალინის და საბჭოთა კავშირის კიდევ 6 ლიდერის ბიუსტები დადგეს

23:53 კვირა, 24 სექტემბერი 2017

მოსკოვის ცენტრში მდებარე "მმართველთა ხეივანში" შვიდი საბჭოთა ლიდერის - ვლადიმერ ლენინის, იოსებ სტალინის, ნიკიტა ხრუშჩოვის, ლეონიდ ბრეჟნევის, იური ანდროპოვის, კონსტანტინ ჩერნენკოსა და მიხეილ გორბაჩოვის ბიუსტები დაიდგა. ძეგლების ავტორი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინამ ე.წ. "შავ სიაში" შეიყვანა.

ბუსტებთან ერთი ქალის საპროტესტო აქცია გაიმართა. მას ხელში ეჭირა პლაკატი ანა ახმატოვას ლექსით "სტალინის დამცველებს", რომელშიც პოეტი ბელადის მომხრეებს "წამების მოყვარულებად" მოიხსენიებს.

"ლენინი და სტალინი სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდნენ, მაგრამ ორივე მათგანი რუსეთის ისტორიის ნაწილია, რომელის დავიწყება არ შეიძლება. აბსოლუტურად უშედეგოა ბრძოლა ძეგლების წინააღმდეგ. ისტორიას უნდა იცნობდე მთელი მისი მრავალფეროვნებით", - განაცხადა ბიუსტების გახსნაზე კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ჟურავსკიმ.

ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგებით, ბოლო წლებში რუსეთში სტალინისთვის ძეგლების დადგმის მომხრეთა რიცხვი 36-დან 39%-მდე გაიზარდა.

"მმართველთა ხეივანი" 2016 წელს გაიხსნა. თავდაპირველად მასში IX საუკუნიდან რუსეთის მმართველი 33 ისტორიული მოღვაწის ბიუსტები აღიმართა. ზურაბ წერეთლის განცხადებით, მის მიერ შესრულებული რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ბიუსტი ხეივანში 2018 წლის 1-ელ თებერვალს, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად დაიდგმება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]