ოფიციალური ცნობით, თავდასხმისას სამი სამოქალაქო პირი დაიჭრა. თალიბების მიერ გავრცელებული ცნობით კი, მოკლულია 16 ჯარისკაცი და განადგურებულია სამი დაჯავშნული მანქანა.
ამავდროულად პროვინცია ჰელმანდში ავღანელმა თალიბებმა რაიონული პოლიციის უფროსი მოკლეს. ჰელმანდის გუბერნატორის თქმით, პოლიციის ჩინოსანი შაბათს მოკლეს, როდესაც თალიბი მეამბოხეები პატრულირების დროს თავს დაესხნენ მის მანქანას და ერთი პოლიციელიც დაჭრეს.