weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად რუსი გენერალი დაიღუპა

12:25 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

სირიაში, ქალაქ დეირ ელ-ზორთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან თავდასხმის შედეგად რუსი გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ასაპოვი რუსი სამხედროების სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა და დეირ ელ-ზორის გასათავისუფლებლად ოპერაციის გახორციელებაში სირიელ სამხედრო მეთაურებს ეხმარებოდა. ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ნაღმსატყორცნებით განხორციელებული მოულოდნელი იერიშის შედეგად მან სასიკვდილო ჭრილობები მიიღო“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ასაპოვი 1992-1993 წლებში ცხინვალის რეგიონში მსახურობდა. 1995 წელს გროზნოში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრა, თუმცა გადარჩა. 2000-2002 წლებში აფხაზეთში, სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს ის „პრიმაკოვის“ გვარით დონეცკში ერთ-ერთი სამხედრო კორპუსის მეთაური იყო. გენერალ ლეიტენანტის წოდება ასაპოვმა 2016 წელს მიიღო.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ჩართვის შემდეგ 37 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]