ეტიენ ლორანი - პარიზი, საფრანგეთი: მთავრობის შრომითი რეფორმების საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილის სილუეტი კვამლში.
მანუ ფერნანდესი - ბარსელონა, ესპანეთი: ორი ახალგაზრდა მამაკაცი ვირის ნიღბებითა და კატალონიის დროშებით დამოუკიდებლობის რეფერენდუმისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციაზე.
იორგოს მუტაფისი - ათენი, საბერძნეთი: პატარა ტანკერიდან დაღვრილი ნავთობი აგიოს კოსმასის სანაპიროზე.
რებეკა ბლექუელი - მეხიკო, მექსიკა: მაშველები იმ საოფისე შენობის ნანგრევებში მუშაობენ, სადაც ცოცხლად გადარჩენილი ადამიანები ჯერ კიდევ იმყოფებიან.
ლიონელ შამუაზო - ლე კარბე, მარტინიკა: ქარიშხალ „მარიას“ მიერ ქუჩაში მიმოფანტული ლოდები.
ტატიანა ფერნანდესი - ბავარო, დომინიკანელთა რესპუბლიკა: ქარიშხალ „მარიას“ მიერ დანგრეული სუვენირების მაღაზია კოფრესიტოს სანაპიროზე.
კარლ დე სოუზა - დასავლეთ ამაზონი, ბრაზილია: მეთევზემ ბადით შემთხვევით ნიანგი დაიჭირა.
ლეო კორეა - რიო დე ჟანეირო, ბრაზილია: ფაველა როსინიას მაცხოვრებელი ქალი სპეცრაზმელების პატრულირებისას კედელს ეკვრება.
სია კამბუ - აბიჯანი, კოტ დ’ივუარი: ფელიქს უფუე-ბუანის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ შეგროვილ სტუდენტებს პოლიცია ცრემლსადენი გაზით შლის.
ბასამ ხაბიე - დამასკო, სირია: მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს დაზიანებულ საკლასო ოთახში.
აჰმად ალ-რუბაი - ალ-შარყათი, ერაყი: ქვეყნის სამთავრობო არმია ჯიჰადისტების მიერ დაკავებულ ქალაქ ჰავიჯას გასათავისუფლებლად ემზადება.
ედ ჯოუნსი - ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა: მოსახლეობა ქვეყნის აბსოლუტური ლიდერის ტელეგამოსვლას უცქერს.
ნოელ სელისი - მანილა, ფილიპინები: ნაგვით სავსე ქუჩაში ბიჭუნა საკუთარი ბურთის აღებას ცდილობს.
შაილეშ ანდრადე - მუმბაი, ინდოეთი: ძლიერი წვიმების გამო დატბორილ ქუჩაში გოგონა ფრთხილად გადაადგილდება.
კათალ მაკნაფტონი - კოქსის ბაზარი, ბანგლადეში: როჰინჯია მუსლიმი ლტოლვილები თავშესაფარში.