weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2018 წელს საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლებას მისცემენ

12:16 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

საუდის არაბეთში, მეფე სალმანის ბრძანების თანახმად, ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალებს მართვის მოწმობის აღების უფლება მიეცემათ. ამ დრომდე საუდის არაბეთში მართვის მოწმობას მხოლოდ მამაკაცები იღებენ, ის ქალები კი, ვინც საჯაროდ ავტომობილის ტარებას რისკავენ, ჯარიმდებიან.

საუდის არაბეთი მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს მანქანის მართვის უფლება არ აქვთ. დაჯარიმების გარდა, კანონის დარღვევისთვის ქალების ნაწილი დააპატიმრეს კიდეც.

უფლებადამცველები წლების განმავლობაში ადვოკატირებდნენ ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მინიჭების საკითხს.

„ძალიან აღელვებული ვარ. ვაპირებ ჩემი ოცნების მუსტანგი ვიყიდო, რომელიც შავი და ყვითელი ფერის იქნება“, - ციტირებს „ბი ბი სი“ ერთ-ერთი აქტივისტის, სარა ნასიფის კომენტარს.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, სამეფო ბრძანებულება ძალაში 2018 წლის 24 ივნისს შევა.

ამ გადაწყვეტილებას ქალების უფლებების დასაცავად წინ გადადგმული „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]