weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

აშშ და რუსეთი მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის შექმნაზე შეთანხმდნენ

14:03 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

კოსმოსის კვლევის ამერიკის ეროვნული სააგენტო (NASA) რუსეთის „როსკოსმოსს“ მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის შექმნის შესახებ შეუთანხმდა. ორი ქვეყნის დაძაბული ურთიერთობის ფონზე აღნიშნული შეთანხმება და კოსმოსის ერთობლივი კვლევა თანამშრომლობის იშვიათ მაგალითად ითვლება და მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან სფეროებს, რომლებშიც ორი ქვეყანა თანამშრომლობს.

პირველი მოდულების ექსპლუატაციაში შესვლა მოსალოდნელია 2024-დან 2026 წლამდე. როგორც NASA და „როსკოსმოსი“ 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავენ, ორი სააგენტო შეთანხმდა, ერთად იმუშაონ პროექტზე, რომელიც გახდება „კარიბჭე ღრმა კოსმოსისა და მთვარის ზედაპირისაკენ“.

გრძელვადიან და მრავალეტაპიან პროექტს, რომლითაც გამიზნულია მზის სისტემის უკეთ გამოკვლევა, NASA „ღრმა კოსმოსის კარიბჭეს“ უწოდებს. „როსკოსმოსის“ განმარტებით, ორი ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები ითანამშრომლებენ ისეთი სისტემების შესაქმნელად, რომლებიც საჭიროა სადგურებისთვის როგორც მთვარის ორბიტაზე, ისე - მთვარის ზედაპირზე. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]