weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის

15:01 პარასკევი, 29 სექტემბერი 2017

ავსტრალიის ფედერალური მთავრობის ცნობით, „მწვანე კონტინენტის“ წარმომადგენელ ქვეყანას საკუთარი ეროვნული კოსმოსური სააგენტო ექნება. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ექსპერტთა დაჟინებული ზეწოლის შემდეგ მიიღო, რომლებიც მთავრობას სულ უფრო ხშირად აფრხილებდნენ, რომ ქვეყანა არ იჯდა იმ ნავში, რომლის წილიც მსოფლიო ინდუსტრიაში 420 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს შეადგენს.

„გლობალური კოსმოსური ინდუსტრია სწრაფად იზრდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ავსტრალია ამ ზრდის მონაწილეა. ეროვნული კოსმოსური სააგენტო უზრუნველგვყოფს სტრატეგიული გრძელვადიანი გეგმით, რომელიც ხელს შეუწყობს კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებას, ამავე დროს, გაზრდის ჩვენს შიდა კოსმოსურ ინდუსტრიას“, - აღნიშნა ავსტრალიის მრეწველობის, ინოვაციებისა და მეცნიერების მინისტრმა მიკაელა კეშმა.

ავსტრალიისთვის ეს იქნება ახალი თანამგზავრული კომუნიკაციები, თანამგზავრული ტელევიზია, თანამგზავრული ნავიგაცია და თანამგზავრული ფოტოგრაფია, ისევე როგორც - ამინდის მონიტორინგი და სამხედრო თანამგზავრები. ამჟამად ავსტრალია თანამგზავრულ მონაცემთა უდიდეს ნაწილის სხვა ქვეყნებისგან ყიდულობს. მართალია, ქვეყანას რამდენიმე საკუთარი თანამგზავრიც აქვს, მაგრამ მათი კოსმოსში გაშვება მაინც სხვა სახელმწიფოებზეა დამოკიდებული.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი 35 ქვეყნიდან კოსმოსური სააგენტო მხოლოდ ორ სახელმწიფოს არ აქვს: ავსტრალიასა და ისლანდიას. აღსანიშნავია ისიც, რომ საკუთარი კოსმოსური სააგენტოები აქვთ ამ ორგანიზაციის მრავალ არაწევრ ქვეყანას, მაგალითად ვიეტნამსა და ფილიპინებს.

ამჟამად, საკუთარი კოსმოსური სააგენტოს გარეშეც კი, ავსტრალიის კოსმოსური ინდუსტრიის ბიუჯეტი 4 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 11 500 ადამიანი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]