weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავიაიერიშების შედეგად სირიაში 30-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა

10:11 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

სირიაში საჰაერო დარტყმების შედეგად სულ ცოტა 28 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ 30 სექტემბრის ცნობით, ავიაიერიში ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე იდლიბის პროვინციაში განხორციელდა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.

დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვერ დაადგინა, ვინ განახორციელა ავიაიერიშები.

ბოლო დღეებში სირიის მმართველი რეჟიმისა და მისი მოკავშირე რუსეთის სამხედრო ძალებმა იდლიბში სამხედრო მოქმედებები გაააქტიურეს. მაშველები ამბობენ, რომ სირიისა და რუსეთის საჰაერო დარტყმებისას, რომლებიც მოჰყვა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მმართველი რეჟიმის პოზიციებზე 19 სექტემბერს მეამბოხეების შეტევის დაწყებას, მრავალი სამოქალაქო პირია დაღუპული. ოფიციალური დამასკო და კრემლი უარყოფენ სამოქალაქო პირების დახოცვის ბრალდებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]