მარკ ბომონტი პარიზში, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო, დათქმულ ვადაზე ერთი დღით ადრე ჩავიდა. საფრანგეთის დედაქალაქში არსებულ ტრიუმფალურ თაღთან ველოსიპედისტს უამრავი გულშემატკივარი დახვდა. გინესის რეკორდსმენი დღეში 16 საათს ატარებდა ველოსიპედს, დღე-ღამეში კი მხოლოდ 5 საათი ეძინა. რუსეთის გადაკვეთისას მარკ ბომონტი ველოსიპედით წაიქცა და სტომატოლოგიური დახმარება დასჭრიდა.
აღსანიშნავია, რომ მარკ ბომონტმა გინესის რეკორდი მეორედ დაამყარა: 2008 წელს მან იგივე მიღწევის შესრულება 194 დღეში შეძლო, შემდგომში კი მისი რეკორდი სხვამ მოხსნა (123 დღე).