weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავსტრიაში საზოგადოებრივ ადგილებში ბურქისა და ნიქაბის ტარება აიკრძალა

14:58 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

1-ლი ოქტომბრიდან ავსტრიაში ოფიციალურად აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის სრულად დაფარვა. საუბარია ძირითადად ნიქაბისა და ბურქის ტარებაზე. კანონის თანახმად, ნაჭერი სახეს თმის ხაზიდან ნიკაპამდე არ უნდა ფარავდეს. შესაბამისად, აკრძალვა არ ვრცელდება ჰიჯაბზე.

ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავების გარდა აიკრძალა სამედიცინო და საკარნავალო ნიღბები, რესპირატორები და ბალაკლავა (ნაქსოვი ქუდი-ჩაფხუტი). მათი ტარება მხოლოდ სამედიცინო ჩვენების, პროფესიული მოვალეობის შესრულების, სახალხო დღეობების ან კარნავალების დროს იქნება ნებადართული.

კანონის დარღვევისთვის 150 ევროს ოდენობით ჯარიმაა გათვალისწინებული.

"ბი ბი სის" ინფორმაციით, მუსლიმური თემი კანონს გაასაჩივრებს. მათი განცხადებით, ავსტრიელი მუსლიმების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას - დაახლოებით 150 ქალს უკეთია ნიქაბი და ბურქა.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოელიან, რომ მუსულმანური ქვეყნებიდან ტურისტების რიცხვი შემცირდება.

ნიქაბისა და ბურქის ამკრძალავი კანონი საფრანგეთსა და ბელგიაში 2011 წლიდან მოქმედებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]