weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა

10:55 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

ესპანეთში, კატალონიის პროვინციაში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ბარსელონაში განაცხადა, რომ მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად, რეფერენდუმი შედგა და კატალონიამ დამოუკიდებლობის უფლება მოიპოვა.

„ამ იმედის და ტანჯვის დღეს კატალონიის მოქალაქეებმა მოიპოვეს უფლება გამოაცხადონ დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ჩემი მთავრობა უახლოეს დღეებში რეფერენდუმის შედეგებს კატალონიის პარლამენტს გადაუგზავნის, რათა მან რეფერენდუმის კანონის შესაბამისად იმოქმედოს“, - ციტირებს „როიტერი“ პუჩდემონის განცხადებას.

რეფერენდუმში მონაწილეობა 2.26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 42.3%-ია. კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი ორმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ რეფერენდუმს „დემოკრატიის არსის დაცინვა“ უწოდა. მან არეულობასა და ძალადობაზე პასუხისმგებლობა კატალონიის მთავრობას დააკისრა.

კატალონიაში რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტუტიციას ეწინააღმდეგება. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა, ყუთებისა და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის მთავრობის ცნობით, ესპანეთის პოლიციამ 2300 საარჩევნო უბნიდან 319 დახურა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ირწმუნება, რომ მხოლოდ 92-მდე უბანი დახურეს.

კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ დაშავებულია 844 ადამიანი. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით კი დაშავდა 12 პოლიციელი და დაკავებულ იქნა სამი ადამიანი.

კატალონიაში დაახლოებით 7.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ესპანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს რეგიონად ითვლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]