weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობისთვის ბენზინის მიყიდვა აიკრძალა

10:44 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

ჩრდილოეთ კორეაში ამიერიდან საწვავს მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები, აგრეთვე შეიარაღებული ძალებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები იყიდიან, რადგან მოსახლეობისთვის ბენზინის მიყიდვა აიკრძალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში საწვავის ყიდვას მხოლოდ ის ავტომობილები ახერხებენ, რომელთა ნომრებიც 727-ით იწყება, ასეთი ნომრები კი მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ მინიჭებული.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ელის საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მკაცრ ზომებს მას შემდეგ მიმართა, რაც გაერომ ქვეყანაში საწვავის ექსპორტი შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდების საპასუხოდ მიიღეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]