weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქიმიის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს მიენიჭა

11:03 ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017

ქიმიის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისათვის სამ მეცნიერს მიენიჭა. შვეიცარელი ჟაკ დუბოშე, ამერიკელი იოახიმ ფრენკი და ბრიტანელი რიჩარდ ჰენდერსონი 9 მილიონ შვედური კრონის (1.1 მლნ დოლარის) ოდენობით დაჯილდოვდნენ.

შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემიის განცხადებით, „ცივი მეთოდი“, რომელიც სამეულმა განავითარა, ამარტივებს და აუმჯობესებს ბიომოლეკულების გამოსახულების მიღებას.

„ამ მეთოდმა ახალ ეპოქაში გადაიყვანა ბიოქიმია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]